კომპანია "ზღაპარი" შეიქმნა 2006 წელს, დღეს ჩვენი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 46 მარკეტს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისთვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით.
ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გურამიშვილის 84 (მეტრო გურამიშვილთან)
** სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით 12:00-00:00 ან ორშაბათი-შაბათი 08:00-13:00
** ანაზღაურება: სრულ განაკვეთზე 1200 ლ, ნახევარ განაკვეთზე 600 ლ
** კომპანია უზრუნველყოფს ღამის ტრანსპორტირებას
მოვალეობები:
** ობიექტზე მოსული ნედლეულის მითვლა
** ნაწარმოები პროდუქციის რაოდენობის (წონა და ცალობა) აღრიცხვა
** მზა პროდუქციის მიწონვა და დასტიკერება, საჭიროების შემთხვევაში რეალიზება;
** ვადაგასული პროდუქციის მოხსნა გაყიდვიდან, ჩამოწერა;
** პროდუქციასთან, მანქანა-დანადგარებთან და ტექნიკურ მოწყობილობებთან დაკავშირებული პრობლემის იდენტიფიცირება
** სისუფთავის და ჰიგიენის ნორმების დაცვა
** ნახევარფაბრიკატი პროდუქციის ღუმელში გამოცხობა (ლობიანი, ხაჭაპური)
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია: https://forms.gle/XZvXvejXPuKpAkV3A
ან დაგვიკავშირდით: 577 23 33 25
გაცნობებთ, რომ შპს "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
|