Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=646362&print=yes&view=jobs
 
სუბლიმაციური პროდუქციის შეკვეთების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუბლიმაციური პროდუქციის შეკვეთების ოპერატორი
მომწოდებელი: ფოტოსალონი პიქსელი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
კომპანია "ფოტოსალონი პიქსელი" აცხადებს ვაკანსიას სუბლიმაციური პროდუქციის შეკვეთების ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "ფოტოსალონი პიქსელი" არის ერთ-ერთი წამყვანი სუბლიმაციური წარმოების კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მისი მიზანია მომხმარებლისთვის დაამზადოს ხარისხიანი პროდუქცია.

კომპანია გთავაზობთ, როგორც ფოტოების ბეჭდვას, ასევე სხვადასხვა სუბლიმაციური პროდუქციის წარმოებას.

ოპერატორი, პიქსელის გუნდთან ერთად, იზრუნებს კლიენტების მომსახურებასა და შეკვეთების დამზადებაზე, პოზიციაზე მივესალმებით ამ მიმართულებით კარგი გამოცდილების მქონე, კომუნიკაბელურ, პრეზენტაბელურ, აქტიურ, განვითარებასა და მიღწევაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

მოთხოვნები:

** ინგლისური ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** ფოტოშოპთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პირობები:

** სამუშაო ადგილი - თბილისი (ვარკეთილი, ილია სუხიშვილის #24)
** სამუშაო განაკვეთი - სრული (კვირაში 5 დღე - 10:00-20:00)
** ანაზღაურება - ფიქსირებული 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
** დამატებითი სარგებელი - პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მეილზე: pixel4salon@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია