Робота для біженців з України
მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: რესტორანი სიანგანი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
რესტორანი "სიანგ-განი", რომელიც გამოირჩევა დახვეწილი აზიური კულინარიითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით, აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულებებია პროფესიონალიზმი, განვითარება და თანამშრომელთა კეთილდღეობა. ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც მზარეულთან ერთად ჩართული იქნება სამზარეულოს ყოველდღიურ პროცესებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** 6+ თვიანი გამოცდილება მზარეულის დამხმარის პოზიციაზე;
** სისუფთავის, სიზუსტისა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და პროფესიული ეთიკის დაცვის უნარი.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სისუფთავის და სიზუსტის შენარჩუნება ყოველდღიურ საქმიანობაში;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მზარეულის მხარდამჭერი სამუშაოების შესრულება;
** ინგრედიენტების წინასწარ მომზადება კერძების მოსამზადებლად;
** სამზარეულოს სისუფთავის და სანიტარული ნორმების დაცვა;
** მზარეულის ინსტრუქციების შესრულება სწრაფად და ზუსტად;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზედაც აგზავნით რეზიუმეს. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე