Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=646233&print=yes&view=jobs
 
ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ციფრული მმართველობის სააგენტო
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
სამუშაო პოზიციის დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მართვისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯერი

ორგანიზაციის შესახებ:

სსიპ "ციფრული მმართველობის სააგენტოს" მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.

ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:

** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** IT პროექტის ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება, დამკვეთთან ურთიერთობა;
** IT პროექტის დეტალიზებული და გაზომვადი მიზნების შემუშავება, აქტივობების, როლების, ბიუჯეტის და განხორციელების ვადების განსაზღვრა;
** IT პროექტით გათვალისწინებული აქტივობების და ეტაპების დადგენილ ვადებში განხორციელების უზრუნველყოფა და ბიუჯეტის მართვა;
** პროექტების მიზნების შესრულების მონიტორინგი, მიზნების შესრულების შესახებ რეპორტების მომზადება და შესაბამისი პირებისთვის წარდგენა;
** პროექტის რისკების მართვა და რისკების არსებობის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** პროექტის გუნდის კოორდინაცია და მათთვის შესრულების ვადებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
** პროექტის მიზნების შესრულებისა და პროგრესის შეფასების მიზნით სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა;
** მიმდინარე პროცესების ოპტიმიზაციის ფარგლებში დაფიქსირებული უზუსტობებისა და ხარვეზების ანალიზი. შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა და მართვა;
** პროექტში ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება და საჭიროების შესაბამისად პროექტის მიზნების წარმართვა;
** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
** დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ბიზნეს ანალიზისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** IT პროექტების მართვის გამოცდილება;
** კვლევისა და ანალიზის გამოცდილება;
** სახელმძღვანელოების შექმნის გამოცდილება;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციფიკის და პრაქტიკების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);

უნარ-ჩვევები:

** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტირება;
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 14 ივლისის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge. "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია