დასახელება:
უძრავი ქონების ექსპერტი
|
მომწოდებელი:
Mycorner.ge
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
კომპანია "Mycorner.ge" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების ექსპერტის პოზიციაზე.
კომპანია "Mycorner.ge" არის მულტიფუნქციური უძრავი ქონების კომპანია, რომელიც
სთავაზობს მომხმარებელს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, იურიდიულ მომსახურებას,
შეფასებას საერთაშორისო სტანდარტით. ქართულ ბაზარზე ოპერირებს უკვე სამი წელია
და წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N44;
** გრაფიკი: სრული - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შესვენება 1 საათი.
** სამუშაო პერიოდი: 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;
** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;
** განვითარების შესაძლებლობა;
** სრული იურიდიული, მარკეტინგული და ტექნიკური მხარდაჭერა;
** მაღალი ბონუსური სისტემა;
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
** ინდივიდუალური ბაზის შექმნა;
** უძრავი ქონების პორტფელის შექმნა;
** მოლაპარაკების წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება უძრავი ქონების სექტორში;
** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/ან ბოლო კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** ინგლისური ენის ფლობა (B1 დონე);
პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@mycorner.ge. წერილის თემაში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გაითვალისწინეთ, განიხილება მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
|
|
|
|