Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=646224&print=yes&view=jobs
 
უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ინვესტორი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
სადისტრიბუციო კომპანია "ინვესტორი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები და მოთხოვნები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. 116
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე
** ანაზღაურება გასაუბრებისა და შეთანხმების საფუძველზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel;
** სასურველია ბუღალტრულ პროგრამასა და Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;

ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა შევარჩიოთ კადრი, რომელიც ახლა იწყებს ამ სფეროში საქმიანობას, მიისწრაფვის პროფესიული განვითარებისკენ, არის შრომისმოყვარე, დეტალებზე ორიენტირებული და მზადაა გახდეს წარმატებული ამ სფეროში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვაში მონაწილეობის მიღება;
** რეალიზაციებთან დაკავშირებული სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების ყოველდღიური კონტროლი, RS პორტალზე მუშაობა;
** დებიტორული დავალიანების პერიოდული კონტროლი და მყიდველებთან შედარება.
** დამატებით მთავარი ბუღალტრის მიერ მოთხოვნილი დედლაინების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან სახელფასო რეინჯს;
** მზარდ კომპანიას, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით, რომლებიც მზად არიან შერჩეულ კადრს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო სურათით ელ. მისამართზე: info@investor.com.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია