დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
არენა რუსთავი
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
კომპანია "არენა რუსთავი", დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც აშენებს პრემიუმ კლასის მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექს ქალაქ რუსთავში.
"არენა რუსთავში" ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
სამუშაო ადგილი: რუსთავი, პუშკინის #33.
სამუშაო განაკვეთი: სრული
** მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით;
** პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა;
** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ორგანიზება;
** პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
** გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
** აუცილებელია რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია აზერბაიჯანული ენის ცოდნა;
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
** პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს;
** საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ანაზღაურება შეთანხმებით.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია გამოაგზავნო მითითებულ ელფოსტაზე Hrarenarustavi@gmail.com 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
|
|
|
|