Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=646210&print=yes&view=jobs
 
შიდა განვადების რისკების მართვის და ანალიტიკის უმცროსი სპეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა განვადების რისკების მართვის და ანალიტიკის უმცროსი სპეც.
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"კონტაქტ ჰოუმ"-ის გუნდში ვეძებთ შიდა განვადების რისკების მართვისა და ანალიტიკის უმცროსი სპეციალისტს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო ო. ონიაშვილის ქუჩა №2;

შიდა განვადების რისკების მართვისა და ანალიტიკის უმცროსი სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები იქნება:

** შემოსული შიდა განვადების განცხადებების განხილვა;
** ყოველ კვირეული რეპორტის მომზადება;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა რისკების მართვის განყოფილებაში;
** ონლაინ მომხმარებლის დარეგისტრირება პროგრამაში;
** პროგრამაში მონაცემების ასახვა და ხელშეკრულების გაფორმება;

ჩვენს გუნდში ვეძებთ შიდა განვადების რისკების მართვისა და ანალიტიკის სპეციალისტს, რომელსაც აქვს:

** უმაღლესი განათლება ან არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მუშაობის გამოცდილება საკრედიტოსა და მომსახურების სფეროში;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** რუსული/ინგლისური სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
** სამუშაო საათები: 11:00-20:00, ერთი საათი შესვენება;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ივლისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შიდა განვადების პრობლემური განყოფილების სპეციალისტი").

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია