დასახელება:
დაცვის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ibis Tbilisi City
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ამჟამად, 156 ნომრიანი Accor Group-ის სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი/მონიტორინგი;
** სასტუმროს დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** სათვალთვალო კამერების მონიტორინგი ნებისმიერი შეფერხების თავიდან არიდების მიზნით;
** სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "დაცვის თანამშრომელი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|