Робота для біженців з України
სტაჟირება - მშენებლობის კონტროლი და მართვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - მშენებლობის კონტროლი და მართვა
მომწოდებელი: გრიდ ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
სამშენებლო კომპანია "გრიდ ქონსთრაქშენი" აცხადებს სტაჟირებას მშენებლობის კონტროლისა და მართვის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

სტაჟირების პროცესში სტუდენტებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ უშუალოდ მშენებლობის ადგილზე მიმდინარე პროცესებში და ადგილზე შეისწავლონ საქმე.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. შერჩეული კანდიდატები გაივლიან 10 თვიან სტაჟირებას, საიდანაც პირველი თვე იქნება არაანაზღაურებადი, ხოლო დარჩენილი თვეები ანაზღაურებადი, სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატებს დაენიშნებათ ზრდადი ანაზღაურება და დასაქმდებიან კომპანიაში.

კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** განათლება - საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი, ბაკალავრი ან მაგისტრი. (ასევე განიხილებიან კანდიდატები სამშენებლო, საინჟინრო და სამონტაჟო სამუშაოებზე მუშაობის გამოცდილებით)
** მათემატიკური უნარები
** საოფისე პროგრამების ცოდნა: Excel, Word,
** AutoCad, ArchiCad - სამომხმარებლო დონეზე;
** სამშენებლო ნახაზების კითხვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა;
** დისციპლინირებულობა

კონკურსში მონაწილე პირმა უნდა წარადგინოს: CV

კანდიდატების შერჩევის ეტაპები:

** CV-ს განხილვა.
** შიდა ტესტირება.

საკონტაქტო ელფოსტა: gridconstructioninfo@gmail.com. მეილის "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე