Робота для біженців з України
სერვისის ოპერატორი - ხაშური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის ოპერატორი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://www.nova.ge) აცხადებს ვაკანსიას სერვისის ოპერატორის პოზიციაზე ქ. ხაშურში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საოპერაციო და სერვისის პროცესების მართვა (მათ შორის: პროდუქციის მიტანა, მონტაჟი, გადაცვლა, უკან დაბრუნება, განვადებისთვის საჭირო საბუთების მომზადება, მომხმარებლის რეგისტრაცია, ბარათის გაცემა, დოკუმენტაციის მომზადება/ატვირთვა და სხვა არსებული სერვისები)
** შეუსაბამობების, შეფერხებების და პრობლემატური შემთხვევების აღრიცხვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა პროცესებში ჩართულობა და დროული რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** Word, Excel-ის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 30 ივლისი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hrretail@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "სერვისის ოპერატორი ხაშური".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე