Робота для біженців з України
პურის მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პურის მცხობელი
მომწოდებელი: ქუქი სითი ბეიქერი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"QooQy Bakery" აცხადებს ვაკანსიას პურის მცხობლის პოზიციაზე.

"QooQy Bakery" 2021 წელს შეიქმნა. ეს არის კაფე-საკონდიტროებისა და სახაბაზოების მზარდი ქსელი თბილისში. დღეისათვის კომპანია ოთხი ფილიალით ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქციას, მათ შორის არტიზანულ პურ-ფუნთუშეულს, საკონდიტრო ნაწარმსა და დესერტებს. "QooQy Bakery"-ს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება ტრადიციული მეთოდებისა და ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით, მათ შორის, ბუნებრივ საფუარზე დამზადებული პურის შეთავაზებით.

გაითვალისწინეთ, რომ სასურველია არტიზანული პურის (განსაკუთრებით ბუნებრივ საფუარზე მუშაობის) ცხობის გამოცდილება. თუმცა, თუკი დიდი სურვილი და მონდომება გაქვთ, მზად ვართ, ჩვენი ხაბაზების დახმარებით, ადგილზე შეგასწავლოთ ეს უნიკალური ხელოვნება. ჩვენ გვესაჭიროება როგორც დღის, ასევე ღამის ცვლის მცხობლები, რადგან ჩვენი ხაბაზები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, რათა დილით ახალი, ცხელი პური დახვდეთ ჩვენს მომხმარებლებს.
სამუშაო პირობები:

სამუშაოს მისამართი:

** თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 7
** თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 112

სამუშაო გრაფიკი (ცვლები):

** დღის ცვლა: 09:00-18:00
** ღამის ცვლა: 21:00-06:00

ანაზღაურება: კონკურენტული, განისაზღვრება თქვენი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

პურის მცხობლის ძირითადი მოვალეობები:

** არტიზანული პურისა და სხვადასხვა სახეობის პურ-ფუნთუშეულის მომზადება და გამოცხობა დადგენილი რეცეპტურისა და ტრადიციული ტექნოლოგიების (მათ შორის ბუნებრივ საფუარზე მუშაობა) დაცვით.
** ცომის მომზადება, დამუშავება, ხელით ფორმირება.
** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა და საქმისადმი ერთგულება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სისწრაფე, ორგანიზებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** სისუფთავის დაცვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, დეტალური პირობების გასაგებად და გასაუბრებაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 555 33 24 14

ასევე, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: team@qooqybakery.ge

გაცნობებთ, რომ "QooQy Bakery" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე