Робота для біженців з України
სტაჟირება - პროექტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - პროექტის ასისტენტი
მომწოდებელი: ლოიალტე
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
აუდიტორულ საკონსულტაციო კომპანია "Loialte" აცხადებს სტაჟირებას პროექტის ასისტენტის პოზიციაზე Loialté 4SME-ში.

"Loialte" ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ, აუთსორსინგულ და საკონსულტაციო სერვისებს (https://loialte.com.ge/).

"Loialte" პირველი ქართული ბრენდია თავის სფეროში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას, რომ "Loialte"-ს მომსახურების უმაღლესი ხარისხი დადასტურებული და აღიარებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელსაც სურს პრაქტიკული გამოცდილების მიღება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდამჭერ პროექტებში. ძირითადი ფუნქციები:

** მონაწილეობა კონტენტ კალენდრის დაგეგმვისა და მართვის პროცესში
** სეგმენტირებული ბაზრის კვლევა და ტენდენციების მონიტორინგი
** კომუნიკაცია მიმართულებების ხელმძღვანელებთან ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის მიზნით
** ციფრული არხების (სოციალური მედია, ვებსაიტი, ელფოსტა და სხვა) მართვის პროცესში ჩართულობა
** პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხების კოორდინაცია
** ახალი პროექტების ინიცირებისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა
** საორგანიზაციო და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება გუნდის მხარდაჭერის მიზნით

მოთხოვნები:

** სტუდენტი ან კურსდამთავრებული (სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის, სოციალურ მეცნიერებათა ან შესაბამისი მიმართულებით)
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ძირითადი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ფლობა (Google Workspace, MS Office და სხვა)
** პროექტების მართვის, ციფრული მარკეტინგის და მცირე ბიზნესების მხარდაჭერის მიმართ ინტერესი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი
** გუნდური მუშაობის უნარი

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურებადი სტაჟირება რეალურ სამუშაო გარემოში
** პროფესიული განვითარება და გამოცდილება მრავალპროფილურ გუნდთან ერთად
** შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვან პროექტებსა და ინიციატივებში
** წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში - შემდგომი კარიერული ზრდის პერსპექტივა

სამუშაო პირობები:

** დასაქმების ფორმა: ანაზღაურებადი სტაჟირება, ნახევარ განაკვეთზე (დღეში 5 საათი)
** მდებარეობა: თბილისი, გაზაფხულის ქუჩა 4ა / ჰიბრიდული
** სტაჟირების ხანგრძლივობა: მინიმუმ 3 თვე

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: mariami.tskipurishvili@loialte.com.ge სათაურის ველში მიუთითეთ: სტაჟიორი - პროექტის ასისტენტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე