Робота для біженців з України
ტენდერი საბაზისო კვლევის მომსახურების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი საბაზისო კვლევის მომსახურების შესყიდვაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს საბაზისო კვლევის მომსახურების შესყიდვაზე.

"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", ჯვრის სათემო განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში, საბაზისო კვლევის მომსახურების შესყიდვის მიზნით ფიზიკურ/იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ორგანიზაციის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით, მათი სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტი - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები როგორც 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახის მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესებას.

მომსახურების მიზანი:

პროექტის "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში, საბაზისო კვლევის ჩატარება ჯვარსა და ფოცხოეწერში მცხოვრები 120 ოჯახის მდგომარეობის შეფასების მიზნით.

საბაზისო კვლევა ჩატარდება სამ ეტაპად: (42 ოჯახი 2025 წელს, 43 - 2026 წელს და 35 ოჯახი - 2027 წელს);

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

** კვლევის დიზაინისა და ინსტრუმენტების შემუშავება;
** მონაცემთა შეგროვება (კითხვარების შევსება, ფოკუს ჯგუფები, ინტერვიუები);
** მონაცემთა ანალიზი;
** ანგარიშგება.

საბაზისო კვლევა გააერთიანებს როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისებრივ მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს:

** რაოდენობრივი კვლევის კომპონენტი: 120 ბავშვიანი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების იდენტიფიცირებისა და რეაგირების, პოზიტიური მშობლობის უნარების შეფასება;
** თვისებრივი კომპონენტი: ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები მშობლებთან, ბავშვებთან, მასწავლებლებთან, ბავშვთა დაცვის სპეციალისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან.
** ვადები: საბაზისო კვლევის პირველი ეტაპის ჩატარება დაგეგმილია მიმდინარე წლის 15 ივლისიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში.

სრული ინფორმაცია საბაზისო კვლევის შესახებ იხილეთ თანდართულ "ტექნიკური პირობებისა და სამუშაოთა აღწერილობის შესახებ (Terms of Reference)" დოკუმენტში (დოკუმენტი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამავე გვერდიდან).

კვლევითი ორგანიზაციის შერჩევის კრიტერიუმები და სავალდებულო მოთხოვნები

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს:

** იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია და წესდებით განსაზღვრულია, როგორც კვლევითი საქმიანობის უფლებამოსილი და განმახორციელებელი ორგანიზაცია;
** იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს ბავშვთა კეთილდღეობისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევითი საქმიანობის გამოცდილება

დაინტერესებული კვლევითი ორგანიზაციიდან მისაღები დოკუმენტაცია:

დაინტერესებულმა ტენდერში მონაწილე ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილე ორგანიზაციის (იურიდიული პირის) რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, საჯარო რეესტრის ამონაწერი;
** ტენდერში მონაწილე ორგანიზაციის (იურიდიული პირის) საბაზისო კვლევში ჩართული წამყვანი მკვლევარი ექსპერტ (ებ)ისა და მკვლევართა ჯგუფის წევრების რეზიუმეები, სადაც წარმოდგენილი იქნება, კვლევის სფეროში და ფსიქოსოციალური მიმართულებით არსებული განათლებისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაცია.
** ორგანიზაციის პორტფოლიო (გამოცდილების ისტორია): განხორციელებული კვლევების ჩამონათვალი წლებისა და ზოგადი აღწერილობის მიხედვით.
** კვლევის ანგარიში, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობის სფეროშია განხორციელებული.
** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია
** ტექნიკური წინადადება - საბაზისო კვლევის პროექტის კონცეფცია თანდართული მოთხოვნების შესაბამისად.

ფასის განაცხადი:

მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე;
თანხის გადახდის პირობები:

ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს კვლევის ყველა ხარჯს. ანაზღაურება განხორციელდება ეტაპობრივი შედეგების მიხედვით (3 ეტაპად).

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 14 ივლისი;

საკონკურსო განაცხადის დეტალების შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 591 15 89 71 - მანანა ომარაშვილი (პროექტის მენეჯერი).

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge

გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "საბაზისო კვლევის მომსახურება".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე