დასახელება:
ESG რისკის ოფიცერი
|
მომწოდებელი:
ბაზისბანკი
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 14 ივლისი
|
ს.ს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას ESG რისკის ოფიცრის პოზიციაზე ქ. თბილისში.
მოვალეობები:
** სოციალური და გარემოსდაცვითი (Environmental & Social - E&S) რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მონიტორინგი საკრედიტო განაცხადების განხილვის პროცესში;
** საქართველოს ეროვნული ტაქსონომიის მიხედვით სესხების მწვანე და სოციალური სტატუსის განსაზღვრა;
** შესაბამისობის უზრუნველყოფა საქართველოს რეგულაციებსა და სტანდარტებთან, მათ შორის ESG-სა და მდგრადი ფინანსების მიმართულებით არსებული მოთხოვნებთან;
** მდგრადი განვითარების პროექტებში ჩართვა და მხარდაჭერა - როგორც შიდა პროცესების განვითარებაში, ისე ანგარიშგების, ტრენინგებისა და საკომუნიკაციო აქტივობების კუთხით.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (გარემოსდაცვითი მეცნიერებების, ეკონომიკის, ფინანსების ან სხვა შესაბამის დარგში);
** სასურველია ESG/სოციალურ-ეკოლოგიური რისკების ან მდგრადი განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ეროვნული ტაქსონომიის და სხვა შესაბამისი ადგილობრივი სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური და ქართული ენების კარგად ცოდნა.
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 14 ივლისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|