Робота для біженців з України
ინჟინერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: ორშ. -შაბ. 09:00-19:00.

სამუშაო მოვალეობები:

** გზების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება;
** სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების სათანადო ხარისხთან და საპროექტო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტებზე დარღვევებისა და ხარვეზების დროული გამოვლენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გამოვლენილ დარღვევებზე/ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი საინჟინრო განათლება (საგზაო მიმართულებით)
** ინფრასტრუქტურული მიმართულებით (გზები, ჯებირები, გაბიონები) ინჟინრად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

პიროვნული მოთხოვნები:

** ტექნიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** ინჟინერს უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა, სასურველია ჰყავდეს ავტომობილი (მანქანის ექსპლუატაციის და საწვავის ხარჯები ანაზღაურდება კომპანიის მიერ);
** ფლობდეს კომპიუტერულ ძირითად და საინჟინრო სპეციალურ პროგრამებს;

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: aslangeladze2020@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე