Робота для біженців з України
IT ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია "ILARIA" ეძებს IT ბიზნეს ანალიტიკოსს ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით.

სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. N19
სამუშაო საათები: 09:30-18:30
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ფუნქცია-მოვალეობები:

** დამკვეთებთან ამოცანების დეტალური განხილვა და ბიზნეს ანალიზი;
** დამკვეთებისგან მიღებული ამოცანების საფუძველზე BRD (Business Requirement Document) -ის შექმნა;
** პროექტების შეფასება და მათი პრიორიტეტიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** პორტფელში არსებული პროექტების Status Update-ების გაკეთება;
** პროექტების შუალედური შედეგების გაცნობა პროექტში ჩართულ მხარეებთან (Stakeholders);
** დეველოპერებთან გადასაცემი ტექნიკური ამოცანების მომზადება;
** ვენდორებთან კომუნიკაცია;
** დეველოპმენტის შემდეგ UAT (User Acceptance Testing) პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ცვლილებების დანერგვა რეალურ გარემოში;
** ახალი შექმნილი პროდუქტებისა და ფუნქციონალის ბიზნეს მომხმარებლებისათვის გაცნობა და სწავლება.

პასუხისმგებლობები:

** მიმდინარე და სამომავლო IT პროექტში მონაწილე პირებისგან მოთხოვნების შეგროვება, დავალების სიღრმისეული ანალიზი, პროექტის ყველა მოთხოვნის დოკუმენტირება, ასევე რისკების იდენტიფიცირება და გეგმების შემუშავება შიდა და გარე IT დეველოპერებთან მოლაპარაკების გზით;
** IT პროექტის, როგორც ტექნიკური დეტალური დავალების, ასევე ბიზნეს დოკუმენტის შედგენა;
** პროექტის თითოეული დაკავშირებული მხარის მოლოდინების მართვა, მუდმივი კომუნიკაცია და თანამშრომლობა მათთან;
** კომპანიის არსებული და ახალ IT პროდუქტების შექმნის და განვითარების სრული ციკლის მართვა;
** კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფებში ახალი ფუნქციონაულური მოდულების ინტეგრაცია, ვენდორი კომპანიისთვის ამოცანის დასმა და შესრულების კონტროლი;
** შეთანხმებული დავალების აღრიცხვა დოკუმენტურად, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში განთავსება (შესაბამისი ინფორმაციის გათვალისწინებით);
** კომპანიაში არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფებში ბიზნესის ახალი მოთხოვნების და არსებული ბაგების დაფიქსირება, ვენდორი კომპანიისთვის ამოცანის დასმა და შესრულების კონტროლი;
** ბიზნესიდან შემოსული ცვლილებების პროცესის მართვა;
** ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი ტექნოლოგიური საჭიროებების განსაზღვრა;
** ვენდორებთან გადაცემული ამოცანების მართვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო ან მსგავს სფეროში
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია)

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "IT ბიზნეს ანალიტიკოსი".

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე