Робота для біженців з України
ხაჭაპურის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხაჭაპურის სპეციალისტი
მომწოდებელი: წერტი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
"წერტი" აცხადებს ვაკანსიას ხაჭაპურის სპეციალისტის პოზიციაზე.

ხაჭაპურის სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობები:

** ხაჭაპურის ცომის მოზელვა-მომზადება;
** ფორმირება;
** შიგთავსის მომზადება;
** შიგთავსის სწორად განაწილება ცომზე;
** სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა;
** სამუშაო ადგილის, ხელსაწყოების და ინგრედიენტების ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა;
** პერსონალური ჰიგიენის დაცვა სამზარეულოში მუშაობისას;
** ინვენტარის მართვა და პროდუქტის კონტროლი;
** საჭირო ინგრედიენტების მარაგის მონიტორინგი;
** ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება ან შეტყობინება;
** შეკვეთების დროული შესრულება;
** ხარისხის კონტროლი.

კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები/უნარები:

** ხაჭაპურის სპეციალისტად მუშაობის მინიმუმ 5-თვიანი გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გუნდურ, აქტიურ, დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად, სიახლეების შექმნაში ჩართვის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2025 წლის 20 ივლისის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

* თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში, შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება 6 თვის ვადით.
მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!
* აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე