დასახელება:
დაგეგმარების განყოფილების თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
აჭარა ტექსტილი
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
შპს "აჭარა ტექსტილე" აცხადებს ვაკანსიას დაგეგმარების განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. რუსთავი, გაგარინის ქ. 20
ხელფასი: შეთანხმებით (კვალიფიკაციის მიხედვით)
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
დაგეგმარების განყოფილების თანამშრომელი პასუხისმგებელია "წარმოების გრაფიკის" საერთო დაგეგმვასა და ყოველდღიურ დაგეგმვის აქტივობებზე.
ძირითადი მოთხოვნა-მოვალეობები:
** კომპანიის სხვადასხვა პროდუქტის წარმოების სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია.
** ნედლეულის, ადამიანური რესურსების და აღჭურვილობის განსაზღვრა წარმოების მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად.
** წარმოების მონიტორინგი ვადების დაცვის უზრუნველსაყოფად.
** პრობლემების დროულად მოგვარება წარმოების მენეჯერთან ერთად და საჭიროების შემთხვევაში, პრობლემის ზედა მენეჯმენტთან გადაცემა.
** წარმოების ძირითადი შესრულების ინდიკატორების მომზადება და ზედა მენეჯმენტთან წარდგენა (მზა პროდუქციის რაოდენობა, დეფექტების პროცენტი, RFT პროცენტი და ა.შ.).
** სხვა თანამშრომლებთან (ხარისხის კონტროლის მენეჯერი, საწყობის მენეჯერი, წარმოების მენეჯერი) თანამშრომლობა.
მოთხოვნები და უნარები:
** MS Office-ის სამუშაო ცოდნა.
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარების კარგი ცოდნა.
** ძლიერი ორგანიზაციული და პრობლემების გადაჭრის უნარები.
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები.
** საშუალო სკოლის დიპლომი. სასურველია დამატებითი განათლება ან სერტიფიცირება
** ძლიერი ინტერპერსონალური უნარები და ყველა დონის თანამშრომლებთან კარგად მუშაობის უნარი
** ვადების დაცვა (დროის მართვის უნარები)
** თანამშრომლების მოტივაციის უნარი და კოუჩინგის უნარები ჩაითვლება უპირატესობად
** დაგეგმარების თანამშრომლის პოზიციაზე დადასტურებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
შენიშვნა: ჩვენ ასევე მზად ვართ გასაუბრება/დასაქმება გამოუცდელი კანდიდატებისთვის, რომლებსაც შერჩევის შემთხვევაში შეუძლიათ ჩვენი სასწავლო პროგრამის გავლა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა
** ოპერატიულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირება და ვადების კონტროლის უნარი
** მაღალი სამუშაო ეთიკა და დისციპლინა
** გუნდური მუშაობის უნარი და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: nana.dundua@kartlitextile.com
ტელეფონი: +995 599 06 02 27
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "აჭარა ტექსტილეში" არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე, მის მიერ წარმოდგენილ განაცხადში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები გამოყენებულ იქნება კონკურსის მიზნებისთვის, საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად.
ამასთან, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატის მიერ კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი მონაცემები გამოყენებულ იქნება შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის კანონმდებლობით და დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებული პროცედურის უზრუნველსაყოფად და შესაბამის შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით, დაწესებულებისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფორმით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა.
|
|
|
|