"ავტოდეპო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
საწყისი ანაზღაურება: 1800 ლარი (ხელზე ასაღები, 3-თვიანი გამოსაცდელი ვადა, რომელიც ჩვეულებრივ აგინაზღაურდებათ).
ზრდის გარანტირებული პერსპექტივა: ყოველი წლის თავზე თვიური ხელფასის 100 ლარით ზრდა.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დილის 9-დან საღამოს 6-მდე.
ფუნქციები:
** მომხმარებელთა მომსახურება
** საჭირო ავტონაწილის პროგრამულად დადგენა, საწყობში მოძიება და შეთავაზება/გაყიდვა
** ყოველდღიურად შემოსული პროდუქციისა, თუ იმპორტის დასაწყობება/პროდუქციის დალაგება
ვეძებთ გრძელვადიან, სანდო თანამშრომელს, რომელსაც ხელს შევუწყობთ ზრდაში და სტაჟთან ერთად გავზრდით პასუხისმგებლობასა და ანაზღაურებას.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: შრომისუნარიანობა, პასუხისმგებლობიანობა და ზრდის სურვილი.
გთხოვთ, რეზიუმესთან ერთად, მოგვწეროთ მინიმუმ ორაბზაციანი თავისუფალი ფორმის ესე თქვენს შესახებ ან ნებისმიერ თემაზე, რაც გსურთ რომ გაგვიზიაროთ და რეზიუმეს მშრალი ინფორმაციის გარდა, დაგვეხმარება უკეთ გაგიცნოთ.
რეზიუმე, ფოტოსურათი და ესე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: info@autodepot.ge სათაურის ველში მიუთითეთ: კონსულტანტი
|