Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=645937&print=yes&view=jobs
 
მედიაცენტრის ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მედიაცენტრის ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივესიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მედიაცენტრის ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 სთ ან 08:30-17:30 სთ);
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები, საგამოცდო 6 თვის პერიოდში).

სამუშაო მოვალეობები:

** სტუდენტებთან მუშაობა, მათ მიერ მედიაპროდუქტზე მუშაობის პროცესის ზედამხედველობა და ორგანიზება;
** მედიაცენტრის ტექნიკური რესურსის ზედამხედველობა;
** ტექნიკის პრაქტიკული გამოყენებაში სტუდენტების კონსულტირება;
** სტუდიის ბაზაზე არსებული სატელევიზიო პავილიონის, ონლაინ რადიოს და სამონტაჟოს გამოყენების ტექნიკური მხარდაჭერა;
** უნივერსიტეტის კუთვნილი ტექნიკის მეთვალყურეობა და საჭიროების შემთხვევაში შესყიდვასა და შეკეთებაზე სკოლის დეკანის დროული ინფორმირება;
** საუნივერსიტეტო ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერა, ვიდეო და აუდიო სისტემის გამართული ** მუშაობა და პირდაპირი რეჟიმის გადაცემის უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში ვიდეო რგოლის მონტაჟის პროცესში დახმარების გაწევა;
** სტუდენტებისთვის შესაბამისი განრიგის განაწილება და აღნიშნული განრიგის ფარგლებში, პრაქტიკული დავალების შესრულებისას რესურსების გამოყენებაზე ზედამხედველობა;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება;
** სტუდიის მენეჯერი პასუხისმგებელია დეკანის წინაშე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** მედიამენეჯერად/მედიარედაქტორად მუშაობის სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება;
** ტექსტური, აუდიო-ვიზუალური და გრაფიკული ჟურნალისტური მასალების მომზადების პროცესზე ზედამხედველობისა და რედაქტორების გამოცდილება;
** ლიდერული და ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, რათა დააორგანიზოს სტუდენტების მუშაობა;
** საბაზისო დონეზე შემდეგი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად: Adobe InDesign; Adobe Audition; Adobe Premiere Pro; Photoshop; Adobe illustrator.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: "მედიაცენტრის ტექნიკური მენეჯერი".

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 30 ივლისი.

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია