დასახელება:
მოძრავი მერჩენდაიზერი
|
მომწოდებელი:
Experto Consulting
|
გამოქვეყნდა: 30 ივნისი
/ ბოლო ვადა: 15 ივლისი
|
შპს "ექსპერტო" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
გრაფიკი: სრული - კვირაში 4 ან 5 დღე;
ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილების შესაბამისად;
სამუშაოს დაწყების თარიღი: 18 აგვისტო.
ძირითადი სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** სადისტრიბუციო ობიექტებზე მისვლა, პროდუქციის მოწესრიგება და პლანოგრამის მიხედვით დალაგება კონკრეტულ განყოფილებებში;
** სადისტრიბუციო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** პროდუქციის გამოტანა ობიექტის საწყობიდან და თაროებზე განთავსება;
** სტენდების/თაროების მაქსიმალურად შევსება;
** პროდუქციის ფასების გაკონტროლება;
** ობიექტზე პროდუქციის მარაგის გაკონტროლება და რაოდენობის შემცირების შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება;
** განთავსებული პროდუქციის ფოტომასალის ყოველდღიურად წარდგენა WhatsApp-ის მეშვეობით;
** ობიექტის მენეჯერთან მუდმივი და ეფექტიანი კომუნიკაცია;
** წიგნის ფესტივალებზე მონაწილეობა.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, და ა.შ.);
** ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე, დისციპლინირებული, ორგანიზებული.
თუ დაინტერესდით, გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@zebra-group.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადება აქტიურია 15 ივლისამდე.
წარმატებას გისურვებთ.
|
|
|
|