Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=645923&print=yes&view=jobs
 
მონიტორინგის თანამშრომელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: ბერმელი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბერმელი" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40-საათიანი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება: 1000 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომელთა სამუშაოს დილის კონტროლი, უნებართვო გაცდენა დაგვიანების დაფიქსირება (თუ იქნება ასეთი);
** შიდა და გარე კამერების, ჩამწერების, ელტაბლოების და ასევე ცისკოს აპარატების მუშაობის კონტროლი და დაზიანების დაფიქსირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული უნარების ფლობა სამომხმარებლო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური
** კეთილგანწყობილი;
** მომსახურებაზე ორიენტირებული;
** აქტიური, ენერგიული;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული ზრდის და განვითარების სწრაფ შესაძლებლობას.
** სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებსა;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 79 10 10

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია