Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=645920&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: გურუ ქონსტრაქშენ
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
შპს "გურუ ქონსტრაქშენ" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო განრიგი: კვირაში არა უმეტეს 40 საათისა
ანაზღაურება: 1300 ლარი თვეში - კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე

სამუშაოს აღწერილობა:

** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** შეხვედრების დაგეგმვა, საკონფერენციო ოთახების კალენდრის მართვა;
** საკანცელარიო მარაგების მართვა და საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** თანამშრომლებისთვის გამართული სხვადასხვა ტიპის შეხვედრებისა და კონფერენციების ფარგლებში მივლინებების ორგანიზება;
** ორგანიზაციის სტუმრებთან შეხვედრების დაგეგმვა;
** ორგანიზაციის ცხელი ხაზისა და ელექტრონული ფოსტის მართვა;
** დიასახლისის საქმიანობის მეთვალყურეობა/კონტროლი;
** ორგანიზაციული ბენეფიტების (კვების, ტრანსპორტის, დაზღვევის) მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** უცხო ენების (სასურველია, ინგლისური ან/და რუსული) ცოდნა

განაცხადები მიიღება ელექტრონულად: hr@guruholding.ge (ელფოსტის თავსართში აუცილებლად მიუთითეთ: "კონკურსი" ან "ოფისის მენეჯერი")

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ფოტო ასლი; С/V (ავტობიოგრაფია)

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 13 ივლისის ჩათვლით დროის მონაკვეთი

გადაწყვეტილების მიღების წესი: წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კონკურსანტ (ებ)ს თავად დავუკავშირდებით, მითითებული (წარმოდგენილი) საკომუნიკაციო არხების საშუალებით.

საკონტაქტო ელფოსტა: hr@guruholding.ge
საკონტაქტო მობ: 571 345 434
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია