Робота для біженців з України
ლაბორატორიის მენეჯერი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორატორიის მენეჯერი
მომწოდებელი: Pakka Georgia
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
შპს "პაკკა ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის მენეჯერის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი: თხილის ქარხანა, ხარისხის ლაბორატორია
ადგილმდებარეობა: საქართველო, ქ. ზუგდიდი, სოფ. ჭითაწყარი, ვაჟა ფშაველას ქ.25
სამუშაოს დაწყების თარიღი: 2025 წლის აგვისტოდან ან შეთანხმებისამებრ.
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00-მდე.
სახელფასო განაკვეთი: 1600 ლ-დან

კომპანიის პრეზენტაცია

შპს "პაკკა ჯორჯია" -შვეიცარიული კომპანია, რომელიც 2009 წლიდან აქტიურად მუშაობს საქართველოს თხილის სექტორში. ჩვენ გახლავართ ერთ ერთი უმსხვილესი თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი საქართველოში და ვართ გზაზე იმისა რომ გავხდეთ პირველები ორგანული თხილის წარმოებაში და სამართლიანი ვაჭრობის სფეროში.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

პოზიციის ზოგადი მიმოხილვა:

კომპანიაში არსებული პროდუქციის (შესასყიდი/გასაყიდი) ხარისხის კონტროლი, ნიმუშების მომზადება/მართვა, ლაბორატორიული დოკუმენტაციის მართვა და ლაბორატორიული დანადგარების/ინვენტარის მოვლა/მართვა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გუნდის მართვა. პერსონალის მომზადება და დატრენინგება ახალი ლაბორატორიული პროცედურების და აღჭურვილობის გამოყენების შესახებ.
** ლაბორატორიული პროცედურების და უსაფრთხოების წესების დადგენა და სუფთა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შენარჩუნება. ნარჩენების მართვა სახელმწიფო რეგულაციების შესაბამისად.
** განახორციელოს ლაბორატორიის სივრცის და ლაბორატორიული ინვენტარისა და პროდუქციის მოვლა/მართვა. შეამოწმოს ლაბორატორიის დანადგარების მდგომარეობა და გაუმართაობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.
** ლაბორატორიული ქიმიკატების და სხვა დამხმარე მასალის მარაგის და აღჭურვილობის ყოველდღიური კონტროლი. მარაგების შევსება საჭიროებისამებრ (შეკვეთა/გამოწერა).
** ჩაატაროს შესასყიდი და გასაყიდი პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზი და განახორციელოს შედეგების რეგისტრირება.
** ჩაატაროს კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხის პერიოდული კვლევა და განახორციელოს შედეგების რეგისტრირება.
** შეუსაბამობების და ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი ძირითადი მიზეზების აღმოჩენა. პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება.
** ელექტრონული და ხელნაწერი ლაბორატორიული ჩანაწერების და ანგარიშების შენარჩუნება და განახლება. დაადოკუმენტიროს ყველა აქტივობა, ჩაწეროს შედეგები, მოამზადოს ანგარიში ზუსტი და სანდო მონაცემებითურთ, შეიყვანოს/მოიძიოს მონაცემები ბაზაში.
** დაიცვას მეთოდოლოგია რუტინული დავალებების შესრულებისას.
** თვალი მიადევნოს ინფორმაციას ინდუსტრიულ სიახლეებზე, განვითარებაზე და საუკეთესო გამოცდილებაზე; მოახდინოს შესაბამისი თემების კვლევა და ინფორმაციის/მონაცემების შეგროვება.
** შრომის უსაფრთხოება: ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომის უსაფრთხოება, მათ შორის უზრუნველყოს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიერ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში (ქიმია);
** სურსათის მეცნიერებაში, ან სხვა შესაბამის დარგში;
** ლაბორატორიული მენეჯმენტის შემუშავების უნარი;
** სახელმწიფო რეგულაციების ღრმა ცოდნა;
** MS Office-ს პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:

** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები;
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალურობა;
** განვითარების ძლიერი სურვილი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თავიანთი რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: mikava@pakka.ge

შპს "პაკკა ჯორჯია" არის თანასწორი შესაძლებლობების მქონე დამსაქმებელი, რომლის მიზანია და მოწოდება თავისი სამუშაო ძალა იყოს მრავალფეროვანი. ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ კვალიფიკაციაზე დაყრდნობით და არა რასის, კანის ფერის, ნაციონალობის, რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, ოჯახური მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობების ან რაიმე სხვა მაჩვენებლის მიხედვით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე