Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ეს-კა იმპექსი
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
შპს "ეს კა იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

შპს "ეს კა იმპექსი"-ის ფარმაცევტული კომპანია აერთიანებს აფთიაქებს და ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის 19.
გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-დან 17:00 საათამდე)
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიულობა, პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
** აკურატული, დეტალებზე ორიენტირებული

დამატებითი მოთხოვნა: მართვის მოწმობა, B კატეგორია.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საქონლისა და მარაგების მიწოდება შესაბამისი მომხმარებლისთვის;
** შემოსული და გაცემული მარაგების კონტროლი;
** გასაცემი შეკვეთების შეგროვებაში მონაწილეობის მიღება;
** საქონლისა და მარაგების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობში საქონლისა და მარაგების გადაადგილებასთან, დატვირთვა-გადმოტვირთვასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულება;
** საწყობის ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა;
** განბაჟების პროცედურებში მონაწილეობა, უშუალოდ საბაჟოზე;
** საჭიროების შემთხვევაში, მივლინება რეგიონებში;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.kapanadze@skimpex.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი".

ასევე დაგვიკავშირდით ტელეფონზე +995 599313191.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე