Робота для біженців з України
იურისტი, საპროცესო მიმართულების იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი, საპროცესო მიმართულების იურისტი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია "ILARIA" ეძებს იურისტს ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით.

სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: 09:30-18:30
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** ამზადებს ხელშეკრულებებს, დასკვნებს, მინდობილობებს, წერილებს და სხვა იურიდიულ დოკუმენტაციას;
** ამზადებს სარჩელებს და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას სასამართლოში წარსადგენად;
** აწარმოებს შიდა იურიდიულ დოკუმენტაციას საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად;
** ამზადებს სხვადასხვა შინაარსის შიდა ნორმატიულ ბრძანებებს;
** ათავსებს კომპანიის სერვერზე დამტკიცებულ ნორმატიულ ბრძანებებს მათ შორის უზრუნველყოფს სერვერზე განთავსებულ შესაბამის ექსელში მის რეგისტრაციას;
** ათავსებს კომპანიის სერვერზე კომპანიის მიერ გაფორმებულ ნებისმიერ არასადაზღვევო ხელშეკრულებას მათ შორის უზრუნველყოფს სერვერზე განთავსებულ შესაბამის ექსელში მის რეგისტრაციას;
** ახორციელებს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების რეგულარულ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს თანამშრომლების ინფორმირებას;
** მონაწილეობს სასამართლო პროცესებში კომპანიის ინტერესების დაცვის მიზნით;
** ამზადებს ტენდერებისთვის იურიდიული შინაარსის დოკუმენტაციას;
** უზრუნველყოფს კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის საჭირო სამართლებრივი და სხვა დოკუმენტაციის მომზადებას;
** აწარმოებს ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;
** არასამედიცინო და სამედიცინო ზარალების მენეჯერის მომზადებული დასკვნის საფუძველზე ახდენს მის შესაბამისობაში მოყვანას კლიენტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან, აღნიშნულის განხორციელების დროს ხელმძღვანელობს მზღვეველისთვის კანონით მონიჭებული უფლებით. სამოქალაქო კოდექსით დაზღვევის შესახებ კანონით, საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ა.შ).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამართლის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი (სასურველია კერძო ან სამოქალაქო სამართალში სპეციალიზაცია);
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული მიმართულებით (სასურველია სადაზღვევო, საბანკო ან სხვა რეგულირებად სფეროში);
** სადაზღვევო კომპანიაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "იურისტი".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge

--------------------------------------------------

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია "ILARIA" ეძებს საპროცესო მიმართულების იურისტს ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით.

სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: 09:30-18:30
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საპროცესო საქმეების სამართლებრივი მხარდაჭერა და მართვა (სასამართლოები, ადმინისტრაციული ორგანოები);
** სადაზღვევო დავების მართვა და იურიდიული დასკვნების მომზადება;
** სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობა;
** სადაზღვევო სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზი და გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების მომზადება;
** სადაზღვევო რეგულაციებთან შესაბამისობის კონტროლი და სამართლებრივი მხარდაჭერა რისკების მართვის პროცესში;
** სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კომპანიაში არსებული დეპარტამენტებისთვის (მათ შორის, ზარალის დაკომპენსირების, გაყიდვების, რისკების, ანალიზის და ა.შ.);
** სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა (სარჩელები, შესაგებლები, განცხადებები და სხვ.);
** სამართლებრივი ვადების და პროცესების მართვა;
** თაღლითობის შემთხვევებზე სამართლებრივი რეაგირება და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამართლის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი (სასურველია კერძო ან სამოქალაქო სამართალში სპეციალიზაცია);
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საპროცესო მიმართულებით (სასურველია სადაზღვევო, საბანკო ან სხვა რეგულირებად სფეროში);
** სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება;
** სადაზღვევო კომპანიაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საპროცესო მიმართულების იურისტი".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე