Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნამი 8
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქარულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის მოწინავე კომპანიებებს. ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/

"ნამი 8" ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და ორიენტირებულია წყლის მოხმარების ქცევის ცვლილებაზე. კომპანია "ნამი 8"უზრუნველყოფს თქვენთვის სუფთა და გაფილტრული მაღალი ხარისხის სასმელი წყლის უწყვეტ მოწოდებას, როგორც თქვენი ოფისებისთვის ასევე სახლებისთვის. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://nami8.ge/

კომპანია "ნამი 8-ში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. გუნდში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, ვისთვისაც სიახლეები, განვითარება და გაყიდვები მნიშვნელოვანია.

ჩვენ გთავაზობთ:

** აქტიურ/დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
** კეთილმოწყობილ ოფისს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #13
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: 1500 + კონკურენტული საბონუსე სისტემას;

ძირითადი უფლება მოვალეობები:

** ნამი 8-ს B2B-გაყიდვების გაძლიერება;
** ნამი 8-ს პროდუქციის შესახებ მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება (პროდუქტისა და მისი მახასიათებლების გაცნობა, პრეზენტაციის ჩატარება);
** კორპორატიული კლიენტების მომსახურება და კომპანიის პროდუქციის გაყიდვა;
** მომხმარებლებთან ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება;
** მომხმარებელთა ბაზების მუდმივი გაფართოება/განახლება/და შემდგომი კომუნიკაციის წარმოება;
** არსებულ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** პორთფელის მოვლა-პატრონობა.
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კორპორატიულ გაყიდვებში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია CRM- ში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; (დამატებითი უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად)

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@nami8.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე