დასახელება:
კომერციული დირექტორი
|
მომწოდებელი:
ნამი 8
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქარულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის მოწინავე კომპანიებებს. ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/
"ნამი 8" ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და ორიენტირებულია წყლის მოხმარების ქცევის ცვლილებაზე. კომპანია "ნამი 8"უზრუნველყოფს თქვენთვის სუფთა და გაფილტრული მაღალი ხარისხის სასმელი წყლის უწყვეტ მოწოდებას, როგორც თქვენი ოფისებისთვის ასევე სახლებისთვის. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://nami8.ge/
კომპანია "ნამი 8-ში" ვეძებთ გუნდის ახალ ლიდერს, კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** აქტიურ/დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** კეთილმოწყობილ ოფისს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #13
ძირითადი უფლება მოვალეობები:
** კომპანიის კომერციული სტრატეგიების შემუშავება, განხორციელება და შესრულების მართვა:
** ბაზრის კვლევა, მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღება.
** ახალი ბაზრებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
** მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრაში აქტიური ჩართულობა;
** კომპანიის B2B და B2C- მიმართულების განვითარება.
** KPI-ების ჩამოყალიბება;
** თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შეფასება და ანალიზი;
** კომპანიის სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებით, პროექტების შემუშავება, განხორციელება, და აღსრულების მონიტორინგი;
** ხარისხის სტანდარტების მონიტორინგი და დაცვა.
** მიმართულების ხელმძღვანელებთან კოორდინაცია.
** თანამშრომლეთა შერჩევაში ჩართულობა, განვითარება, გუნდის ლიდერობა, მხარდაჭერა და მართვა;
** თანამშრომლების საჭიროებების იდენტიფიცირება და განვითარებაზე ზრუნვა.
** კომპანიის რისკების ანალიზი და მართვა.
** რეპორტინგი CEO-სთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
** იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. მათ შორის, გუნდის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** სტრატეგიული დაგეგმვის, ტალანტების მართვის და პროექტების მართვის მენეჯმენტში გამოცდილება.
** MS Office, მაღალ დონეზე ცოდნა.
** CRM-ში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა;
უნარები:
** სტრატეგიული აზროვნების და მართვის უნარი:
** ძლიერი ლიდერული უნარ-ჩვევები;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დელეგირების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@nami8.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "კომერციული დირექტორი".
გისურვებთ წარმატებას!
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|