Робота для біженців з України
ვოკის მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვოკის მზარეული
მომწოდებელი: სუშიკო
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
რესტორანი "სუშიკო", მდებარე კორნელი კეკელიძის 14 (ვერაზე), აცხადებს ვოკის მზარეულის ვაკანსიას.

გვიხილეთ FB-ზე: https://www.facebook.com/sushicotbilisi

ქსელის განვითარების ამ ეტაპზე ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, მოტივირებულ გუნდის წევრებს
ვოკის მზარეულის პოზიციაზე 2 ვაკანსია, ღამის და დღის ცვლები, დასაქმებულს ვთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს,
** დაწინაურების პერსპექტივას, პროფესიულ ზრდას, მეგობრულ გარემოს, დაზღვევას დაზიანებებისაგან და უბედური შემთხვევისაგან სამუშაო ადგილზე, ღამის ცვლებში კომპანიის ხარჯზე ტრანსპორტირებას და კვებას.
** გთავაზობთ მიმზიდველ ხელფასს, ანაზღაურება 1 სამუშაო 9 საათიანი ცვლის 81 ლარი (net), თვეში საშუალოდ 2000 ლარი გამოდის.
** სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი 5/2-ზე, ხუთი დღე მუშაობს და 2 დღე ისვენებს. ** ღამის ცვლა 19.00-04.00 და დღის ცვლები 10.00-19.00

ფუნქცია-მოვალეობები:

** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** ინგრედიენტების მარაგების კონტროლი;
** პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და ვადების კონტროლი;
** მოწესრიგებული უნიფორმის ტარება;
** სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** აზიური სამზარეულოს ცივი და ცხელი (ვოკების) კერძების მომზადება;
** საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.

სავალდებულო მოთხოვნები:

** გამოცდილება სავალდებულოა მინიმუმ 3 თვიანი კონკრეტულად ვოკის მიმართულებით,
** ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** კერძების მომზადებისას დადგენილი კალკულაციის დაცვა;
** სისუფთავის კონტროლი;
** შეკვეთაზე სწრაფი რეაგირება;
** ფიზიკური და მენტალური გამძლეობა;
** შესაბამისი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 577 741 661 ან გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე, sushikorecruting@gmail.com. აუცილებლად მიუთითეთ ველში "Subject" ვაკანსიის დასახელება ვოკის მზარეული.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე