Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Armani Exchange
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდის, "GIORGIO ARMANI"-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მაღაზია "ARMANI EXCHANGE"-ში გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, გრანდ მოლი, შერიფ ხიმშიაშვილის #29
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, ცვლებში: 10:00-19:00, 13:00-22:00
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა

გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს თუ ის არ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს:

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** ინგლისურის და სხვა უცხო ენების ცოდნა
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
** პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა
** მომხმარებლისათვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@itc.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: AX გაყიდვების კონსულტანტი, ბათუმი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე