დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ასპ-გრუპი
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის (ავტო სათადარიგო ნაწილები) პოზიციაზე ქ. თბილისში.
ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge
პირობები:
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი N3.
სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი, 09:30 - 18:30 საათები.
ანაზღაურება: შეთანხმებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღების, შენახვისა და გაცემის ორგანიზება კომპანიის შიდა რეგულაციებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** მიღებული პროდუქციის დოკუმენტური და ფაქტობრივი შემოწმება;
** საწყობის განლაგების ორგანიზება — პროდუქტების სწორად დალაგება, მარკირება და დასაწყობება;
** მარაგების მუდმივი კონტროლი;
** საწყობის პროგრამული აღრიცხვის მართვა პროგრამული უზრუნველყოფით;
** არასწორი ან დაზიანებული პროდუქციის იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
** საწყობში უსაფრთხოების წესების დაცვა და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია;
** პერიოდული ინვენტარიზაციის დაგეგმვა და ჩატარება;
** უხარისხო ან არასწორად მიწოდებული პროდუქციის შესახებ რეპორტინგი შესყიდვების/იმპორტის მენეჯერთან;
** ანგარიშგება ხელმძღვანელობას საწყობის სტატუსსა და მარაგებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო პროფესიული ან უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან ლოჯისტიკის მიმართულებით);
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საწყობის მართვაში, განსაკუთრებით ავტონაწილების სფეროში;
** საწყობის მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ავტონაწილების საბაზისო ტექნიკური ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და დისციპლინა;
** MS პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი;
** სხარტი და ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2025 წლის 27 ივლისამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მითხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|