Робота для біженців з України
ღამის ცვლის ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია "ILARIA" ეძებს ღამის ცვლის ქოლ-ცენტრის ოპერატორს ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით.

სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. N19
სამუშაო საათები: 18:30-09:30 სამ დღეში ერთხელ
ანაზღაურება: 1000 ლარი NET
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალ ზარებზე დროული პასუხი და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფა;
** დაზღვეულების და/ან პოტენციური მომხმარებლების სატელეფონო მომსახურება;
** გამავალი ზარების განხორციელება, შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფით;
** სატელეფონოდ დაფიქსირებული რეკლამაციების გადაცემა შესაბამის პასუხისმგებელ პირთან;
** კომპანიის ოფიციალური ვებ გვერდის ჩატის მართვა 18:30-დან საღამოს 22:00 საათამდე;
** სადაზღვევო ანაზღაურებისთვის ინსტრუქციის გაცემა ხელშეკრულების მიხედვით;
** ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა;
** კლინიკებიდან მიღებული შეტყობინების ჩანიშვნა;
** ურგენტული დაზღვეულების მართვა/გადამისამართება პროვაიდერ კლინიკებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

დამატებითი მოთხოვნები:

** კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გამართული მეტყველება;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ღამის ცვლის ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე