დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
იბერია რეფრეშმენტსი
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
სს "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ფინანსურ დეპარტამენტში, საბოლოო ანგარიშსწორების კონტროლის მიმართულებით.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის ქ.49
კომპანიის შესახებ:
სს "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და განახორციელოს დისტრიბუცია უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებზე (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიაზე (Lays, Doritos, Cheetos, etc). ასევე, ახორციელებს " Max Power-ის" და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
ძირითადი მოვალეობები:
** ზედნადებების კორექტირება;
** დაბრუნებების ზედნადებების /ფაქტურების ატვირთვა;
** დაბრუნებული შეკვეთების გაუქმება;
** ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, სხვა პროცესებში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება ან ფინანსების/ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ინგლისური ენის ფლობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და აქტიურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურებადი სტაჟირება - 700 ლარი (დარიცხული);
** შესაძლებლობა, გაიზარდოთ მაღალპროფესიონალურ გუნდთან ერთად;
** კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
** კორპორატიული SIM ბარათი;
** ტრანსპორტირება ისნის მეტროდან;
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურად ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "სტაჟირება საბოლოო ანგარიშსწორების კონტროლის მიმართულებით".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 27 ივლისი, 2025 წელი.
კომპანია " იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|