Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეთ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს სთავაზობს.

"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...

ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას ახალი ფილიალის, მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

სამუშო ადგილი: ქ. ბათუმი, გორგილაძის #88
სამუშაო გრაფიკი: სრული
დასვენება: კვირაში 2 დღე
ხელფასი:ფიქსირებული + ბონუსი

მოვალეობები:

** მაღაზიის გამართულად და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა
** დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, ახალი დავალებების მიცემა და შესრულებული დავალებების მონიტორინგი, სიახლეების, აქციების და სხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
** დარბაზიდან საწყობში ჩასატანი ნივთების (დაზიანებულები) კონტროლი და შეფასება
** საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანის და განლაგების (სექციის, კატეგორიის და ზომების მიხედვით) კონტროლი
** ერთიდაიგივე პროდუქციაზე სხვადასხვა ფასის კონტროლი და ცენტრალურ საწყობთან აქტიური კომუნიკაცია პრობლემის აღმოსაფხვრელად
** სისუფთავის კონტროლი დარბაზში და გასახდელებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** გუნდის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაციის უნარი

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "გენერალური მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე