Робота для біженців з України
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: ბილდლაინ ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
შ.პ.ს. "ბილდლაინ ქონსთრაქშენი" — სამშენებლო და საპროექტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების არქიტექტურული პროექტების დაგეგმვა და შემუშავება;
** არქიტექტურული პროექტების ვიზუალიზაცია და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
** გუნდური მუშაობა კონსტრუქტორებთან, ინჟინრებთან და დიზაინერებთან;
** სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების შესაბამისად პროექტების განხორციელება;
** კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების ანალიზი.

განათლება:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის განხრით.
** შესაბამისი სერტიფიცირებული კურსი ჩაითვლება უპირატესობად.

გამოცდილება:

** პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
** AutoCAD - სიღრმისეული ფლობა (აუცილებელი);
** Revit ან ArchiCAD - მოდელირებისთვის (აუცილებელი);
** 3ds Max ან Lumion - ვიზუალიზაციისთვის (აუცილებელი);
** Photoshop ან სხვა გრაფიკული პროგრამები (უპირატესობად ჩაითვლება);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.

უნარები:

** საქართველოს სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროულად და ხარისხიანად სამუშაოს შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას, დამოკიდებული გამოცდილებაზე და უნარებზე;
** თანამედროვე, მეგობრულ და პროფესიონალ გუნდში ინტეგრაციას;
** სამუშაო გამოცდილებას საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე;
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

როგორ შემოგვიერთდეთ: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და (სასურველია) პორტფოლიოც - ელ.ფოსტაზე: info@buildline.ge.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო დრო: 10:00-დან 18:00-მდე.
** ოფისის მისამართი: თბილისი, ვაკე, კეკელიძის ქუჩა No34
** ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.

თავდაპირველად აყვანა მოხდება გამოსაცდელი 2 თვიანი ანაზღაურებადი პერიოდით.

განაცხადების მიღება დასრულდება: 15 ივლისი, 2025

საკონტაქტო ნომერი: 032 2 22 10 40

შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ თანამედროვე, კომფორტული საცხოვრებელი სივრცეები!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე