დასახელება:
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Resto ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
ჩვენ ვართ "Resto Group" — კომპანია, რომელიც ორიენტირებულია სარესტორნო ინდუსტრიაზე და მოწინავე პროგრამული გადაწყვეტილებებისა და ინტეგრაციების მეშვეობით, ვეხმარებით ბიზნესებს ძირითადი პროცესის ავტომატიზებაში.
ჩვენი მისიაა გავხადოთ რესტორნების მუშაობა უფრო ეფექტური, გამჭვირვალე და მომგებიანი.
ცხადდება ვაკანსია ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე
რატომ უნდა შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს?
** ვთანამშრომლობთ საქართველოს წამყვან რესტორნებთან;
** გვყავს წარმომადგენლობები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც — ორი ოფისით ევროკავშირის ტერიტორიაზე;
** ვთავაზობთ შიდა ტრენინგებსა და საორიენტაციო პროგრამებს;
** სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობა მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლებისთვის;
** ანაზღაურება — კონკურენტული, ბაზრის გათვალისწინებით.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის მოთხოვნების მიღება და დამუშავება;
** ტექნიკური ვიზიტები კლიენტის ლოკაციაზე;
** კლიენტის სისტემაში ინტეგრაცია და საწყისი კონფიგურაცია;
** სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები და ტექნიკური მხარდაჭერა;
** ინტეგრაციების ტესტირება და ხარისხის კონტროლი;
** მუშაობა ჩვენს CRM სისტემაში და ყველა აქტივობის დეტალური აღრიცხვა.
სამუშაო გრაფიკი:
** ჰიბრიდული ფორმატი — საოფისე და დისტანციური მუშაობის კომბინაცია;
** თვიური გრაფიკის წინასწარ დაგეგმვა;
** მორიგეობითი ცვლები: 2 სამუშაო დღე, რომელსაც მოსდევს 1 დასვენების დღე.
დამატებითი ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** გუნდური ღონისძიებები და კორპორატიული შეხვედრები;
** სამუშაო მივლინებები საქართველოსა და უცხოეთში.
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი: 1500-2000 ლარი;
** დამატებით მოცულობითი ბონუსური სისტემა შესრულებული შედეგების მიხედვით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: HR@restoaudit.ge.
სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|