დასახელება:
ბიზნეს ასისტენტი
|
მომწოდებელი:
Smart Apart Tbilisi
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
"Smart Apart" — კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მშენებლობასა და რემონტში, ასევე სტუდიებისა და სერვისული აპარტამენტების გაყიდვაში თბილისში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ასისტენტის პოზიციაზე.
დავალებები:
** საჯარო წყაროებში ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ანალიზი;
** ბინებისა და კომერციული ფართობების მფლობელებთან პირველადი კომუნიკაცია;
** კომპანიის პარტნიორებთან და კონტრაქტორებთან პირველადი კომუნიკაცია;
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
** კომპანიის განცხადებების შექმნა და გამოქვეყნების კონტროლი;
** ვაკანსიების გამოქვეყნება და კანდიდატების პირველადი გადარჩევა.
მოთხოვნები:
** მაღალი კომუნიკაციური უნარები;
** რუსული და ქართული ენების თავისუფლად ფლობა;
** საქმიანი მიმოწერის უნარები;
** Google Docs და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო ფორმატი:
** ონლაინ რეჟიმში ამოცანებზე მუშაობა — დატვირთვა დამოკიდებულია თქვენს უნარებზე (სავარაუდოდ დღეში 6 საათი);
** ოფლაინ მუშაობა თბილისში — კვირაში 1-2-ჯერ შეთანხმებით.
პირობები:
** სატესტო პერიოდის (30 დღე) ანაზღაურება — 500$ თვეში
** სატესტო პერიოდის შემდეგ საბაზისო ანაზღაურება — 700$ თვეში
** ორი თვის შემდეგ საბაზისო ანაზღაურება — 900$ თვეში
** დამატებითი ბონუსები შეთანხმებით
განვითარების შესაძლებლობები:
** პროექტის ხელმძღვანელის/პროექტ მენეჯერის პოზიციამდე ზრდა;
** მუშაობა კომპანიის უძრავი ქონების ობიექტებთან (დიზაინი, კონტრაქტორებთან ურთიერთობა, შესყიდვები, ხარისხის კონტროლი);
** მონაწილეობა კომპანიის ახალ პროექტებში: საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, აგარაკების ეკო-დასახლება, სათავგადასავლო ტურების პროექტი.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: jobs.smartapart@gmail.com.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|