Робота для біженців з України
შესყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების აგენტი
მომწოდებელი: უდაბნო
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
"უდაბნო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება ფასების, მიწოდების პირობებისა და ხარისხის სტანდარტების შესახებ;
** შეკვეთების მართვა და დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** ფასების კონტროლი და ალტერნატიული, ხარჯთეფექტური გადაწყვეტილებების მოძიება ხარისხის შენარჩუნების ან გაუმჯობესების მიზნით;
** შეძენილი საქონლის ან მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესაბამისობის შემოწმება;
** ინვენტარის და მიწოდების კოორდინაცია საწყობამდე დროულად და ეფექტურად;
** საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის რეგისტრაცია;
** შიდა თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან შესყიდვების პროცესის შეუფერხებლად განხორციელებისთვის;
** სამსახურისთვის გამოყოფილი ავტომობილის გამართულობის უზრუნველყოფა, ინტერიერისა და ექსტერიერის სისუფთავეზე ზრუნვა.

მოთხოვნები:

** შესყიდვებში ან ლოჯისტიკაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორაციულ ფასდაკლებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/5r2jVgQVkO
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე