დასახელება:
ოსტატი
|
მომწოდებელი:
თელასი
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
სს "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას გამანაწილებელი ქსელის სამსახურის, მაღალი ძაბვის განყოფილების მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლუატაციის ჯგუფის ოსტატის თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** გამანაწილებელ ქსელში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
** საკუთარი სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა. კომუნიკაბელურობა;
** ქართული თავისუფლად; რუსული საშუალოდ.
** არასტანდარტულ სიტუაციებში მოქმედების უნარი;
** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა:
- MS Office (Word, Excel, Powerpoint)
- MS Outlook
** სტრესულ და დაძაბულ გარემოში გადაწყვეტილებების სწრაფი მიღება და ცოდნა სარელეო მიმართულებით.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** ქვესადგურების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი, მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა ტექნიკური მოთხოვნების ნორმებთან და წესებთან;
** სექტორის ქვესადგურების მოწყობილობების შენარჩუნება ემწ (ელექტროდანადგარების მოწყობის წესებთან) და ტეწ (ტექნიკური ექსპლუატაციის წესებთან) შესაბამისად;
** სამუშაო გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** სექტორის ქვესადგურების მომსახურე დანადგარებისათვის ტექნიკური დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
** სექტორში შემავალ ქვესადგურებში ავარიის დროული ლიკვიდაცია.
** დამცავი საშუალებების, ხანძარქრობი ინვენტარის მზადყოფნის კონტროლი;
** სააკუმულატორო ბატარეების მდგომარეობის კონტროლი;
** პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების ხარისხიანად ჩატარების უზრუნველყოფა;
** სექტორში შემავალი ქვესადგურების შემოვლა-დათვალიერება;
** შემოვლა-დათვალიერების შედეგების აღრიცხვა დეფექტების ჟურნალში;
** შემოვლა-დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების აღმოფხვრა
** ოპერატიული გადართვების წარმოება ქსელის მორიგე დისპეტჩერთან შეთანხმებით;
** მუშაკთა და ბრიგადების განთავსების უზრუნველყოფა;
** მუშაკების მიერ ტექნოლოგიური პროცესების თვალყურისდევნების კონტროლი, დარღვევების ოპერატიულად გამოვლენა და მათი აღმოფხვრა;
** მონაწილეობის მიღება ახალი ტექნოლოგიური პროცესების და საწარმოო რეჟიმების შემუშავებაში და არსებულის სრულყოფაში;
** ბრიგადებისათვის და ცალკეული მუშაკებისათვის და დავალებების მიცემა (რომლებიც არ შედიან ბრიგადების შემადგენლობაში) დამტკიცებული საწარმოო გეგმების და გრაფიკების და მიღებული დავალებების შესაბამისად;
** საწარმოო ფართობების, დანადგარების და ორგტექნიკის ა სწორი და ნორმის შესაბამისად გამოყენების უზრუნველყოფა (აღჭურვილობების და ინსტრუმენტების), სექტორის სწორი (რიტმული) მუშაობის უზრუნველყოფა;
** მიმდინარე ინსტრუქტაჟის ჩატარება დაქვემდებარებული პერსონალისათვის;
** დაქვემდებარებული პერსონალის მუშაობის კოორდინაცია;
** შრომისა და საწარმოო დისციპლინის დაცვის კონტროლი დაქვემდებარებულ პერსონალზე;
** პერიოდულად უსაფრთხოების ტექნიკისა ცოდნის შემოწმება, და პერიოდული სამედიცინო შემოწმება დირექტიული დოკუმენტებში დადგენილ ვადებთან შესაბამისობაში;
** იმ სამუშაოების შეჩერება რომლებიც მიმდინარეობს უსაფრთხოების ტექნიკის წესების დარღვევით.
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია
ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 11 ივლისის ჩათვლით.
სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
|
|
|
|