Робота для біженців з України
აღმასრულებელი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმასრულებელი მენეჯერი
მომწოდებელი: SMOTORS
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
"SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო მდებარეობა: თბილისი, მიხეილ გახოკიძის 4 (სათავო ოფისი)
სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "SMOTORS"-ი დაარსდა 2001 წელს და ამ დროიდან წარმატებით ახორციელებს ავტო სათადარიგო ნაწილების იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე. მომხმარებელს სთავაზობს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების სათადარიგო ავტონაწილებს, ავტოსერვისსა და საცხებ-საპოხ მასალებს, გარდა ამისა, კომპანია "S MOTORS"-ი ახორციელებს ავტობუსების, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, სპეციალური ტექნიკის, ავტომობილების, მოპედების რეალიზაციას საქართველოში.კომპანია "S MOTORS"-მა 2012 წელს დაიწყო თანამშრომლობა ისეთ ჩინურ წამყვან კომპანიებთან, როგორიცაა Dongfeng, XCMG, Chanway, Schacman, Eougem, Shaolin Bus. "S MOTORS"-ი მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის გამოყენებასთან დაკავშირებით კონსულტაციას და სერვისს.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** ავტონაწილების გაყიდვების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, ხელმძღვანელობა განხორციელებაზე ზრუნვა;
** ორგანიზაციის კომერციული ინტერესის შესაბამისად სამომავლო ხედვის განვითარება ახალი ბაზრების ათვისების, პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესების კუთხით;
** პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება;
** პოტენციური მომხმარებლების ბაზის შექმნა და ამ მონაცემების ეფექტურად გამოყენება;
** მომხმარებლებისთვის, როგორც საცალო ასევე საბითუმო შეთავაზებების მომზადება, წარდგენა ეფექტიანობის გაზრდაზე ზრუნვა; მათ შორის მაღალი წნევის შლანგების კატალოგების ფორმირება, პოტენციურ მომხმარებლებთან შეთავაზება, გაყიდვების მონაცემების ზრდა;
** ბრენდის განვითარების მიზნით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება,
** მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული განყოფილებების სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია, მათ შორის გაყიდვების კონსულტანტების შესრულებული სამუშაოს პროცესების მართვა/ზედამხედველობა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება;
** ასევე გაყიდვების რეპორტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა წინასწარ
** განსაზღვრული პერიოდულობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი სახელფასო რეინჯს.
** მზარდ კომპანიას, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე:
cv@smotors.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "S motors"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე