დასახელება:
ლიდერი
|
მომწოდებელი:
Levels Academy
|
გამოქვეყნდა: 27 ივნისი
/ ბოლო ვადა: 27 ივლისი
|
"Levels Academy" აცხადებს ვაკანსიას ლიდერის პოზიციაზე.
ლოკაცია: ბაკურიანი, სასტუმრო "Bakuriani Inn"
თარიღები: 14-20 ივლისი
მოვალეობები:
** ბანაკის პროგრამის და შინაგანაწესის ცოდნა
** ლიდერთა მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება
** ბანაკის პროგრამის განხორციელება, რაც გულისხმობს კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვასა და ჩატარებას
** ჯგუფისთვის საჭირო ინვენტარის ჩაბარება, ზედამხედველობა და მონიტორინგი;
** ბანაკის ტერიტორიის შესწავლა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პრევენციული ზომების მიღება
** ბანაკის ხელმძღვანელობასთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გაცვლის მიზნით
** გუნდის წევრების ზედამხედველობა, ჩართულობის უზრუნველყოფა პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში
** ბანაკის მონაწილეთა ჩართულობის ყოველდღიური და საბოლოო შეფასება
** საკუთარ გუნდში ბანაკის რეჟიმის, წესების, ქცევის ნორმებისა და შინაგანაწესის გაცნობა და დაცვა
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** სასურველია ბავშვებთან და თინეიჯერებთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ახალგაზრდული პროექტების ორგანიზების გამოცდილება
** ზოგადი ცოდნა ბანაკის თემატიკის ირგვლივ
** ინგლისურის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი
** კრეატიულობა
** კომუნიკაბელურობა
თუ თქვენ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გსურთ კვალიფიციურ გუნდთან ერთად მუშაობა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელფოსტის მისამართზე hr@levels.ge. დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|