Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფიტმილი
გამოქვეყნდა: 27 ივნისი / ბოლო ვადა: 27 ივლისი
"ფიტმილი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება (სატელეფონო/ E-mail/ პირდაპირი);
** ყოველკვირეული/ყოველთვიური გაყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;
** გაყიდვების პროცესის ანალიზი და გაუმჯობესება;
** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტის, მომსახურებისა და სხვა სახის კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** შეხვედრებსა და გეგმურ თათბირებზე დასწრება და პერიოდულად შესრულებული სამუშაოს შესახებ მენეჯმენტის ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
** გაყიდვის ტექნიკებისა და უნარების ფლობა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის, გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა, პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული წინადადებების შექმნის/წარდგენის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: contact@fitmeal.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე