დასახელება:
საოპერაციო განყოფილების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ჯეოსტარი
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიას - საოპერაციო განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
სამუშო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ (შესვენება 1სთ)
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, სამგორის ქუჩა 36ბ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით EXCEL;
** სასურველია სააღრიცხვო პროგრამა 1C ცოდნა
ფუნქცია-მოვალეობები:
** სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობა. ელექტრონულ ზედნადებებთან მუშაობა (ზედნადების და ანგარიშფაქტურის გააქტიურება-გადაგზავნა; კორექტირება;)
** საბუთებთან მუშაობა; გამზადება, მათი დროული პროგრამაში ასახვა;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის კორექტულად მიღების და გადაცემის უნარი;
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი.
ანაზღაურება: 1000 ლარიდან (კვალიფიკაციის შესაბამისად)
კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@geostar.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|