შპს "კახური ღვინის მარანი" 2007 წლიდან დაკავებულია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება/რეალიზაციით. კომპანიის პროდუქცია დიდი წარმატებით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით. წარმოების ძირითადი წილი გადის ექსპორტზე არაერთ ქვეყანაში- აშშ, სინგაპური, ჩინეთი, რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა, ყაზახეთი, ინგლისი, პოლონეთი, შვედეთი, ჰოლანდია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ა.შ.
კომპანია, თბილისის ოფისში აცხადებს ვაკანსიას ექსპორტ მენეჯერი/გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ.
** გახსნილი, აქტიური, კეთილგანწყობილი, გაწონასწორებული.
** გამართული მეტყველება და წერითი უნარები.
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
** ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარები.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების; სასურველია ჩინური ენის ცოდნა.
** სასურველია უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ვალდებულებები:
** ღვინის საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი
** კლიენტების მოზიდვა და მათთან ურთიერთობის რეგულაცია.
** კომპანიის ელექტრონული ფოსტის ყოველდღიური მონიტორინგი.
** ღვინის ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით.
** ექსპორტის და ადგილობრივი გაყიდვების მონიტორინგი, რაც ასევე გულისხმობს აქციზური მარკების მონიტორინგს, გაყიდული პროდუქციის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფას და კონტროლს.
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.
** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაციები და შეფასება.
** პერიოდული ანგარიშგების შედგენა და ხელმძღვანელისთვის წარდგენა, დაწესებული ვადების მიხედვით.
გთხოვთ, რეზიუმე მოგვაწოდოთ 20 ივლისამდე, მისამართზე - info@kgm.ge.
|