Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=645372&print=yes&view=jobs
 
დოკუმენტაციის მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დოკუმენტაციის მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
კომპანია "აპტოსი" წარმოადგენს ესთეტიკის დარგის ლიდერ კომპანიას, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე მსოფლიოს 100 ქვეყანაში. კომპანია ფლობს 4 გლობალურ ოფისს თბილისში, ბერლინში, პრაღასა და მოსკოვში.

კომპანია "აპტოსი" ეძებს: დოკუმენტაციის მართვის სპეციალისტს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციაში მიმდინარე ყველა პროცესის აღწერა და დოკუმენტირება;
** პროცესების შესაბამისი ინსტრუქციების და ფორმების შექმნა და დანერგვა;
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის (ხმს)-ის დოკუმენტირებული პროცედურების შესრულების კონტროლი;
** ხარისხის სისტემის დოკუმენტაციის სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა
** შიდა და გარე დოკუმენტაციის მართვა
** დოკუმენტის დამტკიცება, გაცნობა, ძალაში შეყვანა და ასლების განაწილება
** დოკუმენტაციის გეგმური და არაგეგმური გადახედვის პროცესის მართვა/მონიტორინგი
** დოკუმენტის ცვლილების მართვა
** დოკუმენტის სწავლების საჭიროების რისკის ანალიზის განხორციელება
** დოკუმენტის გაუქმებისა და დაარქივების პროცესის მართვა
** საჭიროების შემთხვევაში, ხარისხის დოკუმენტაციის თარგმნა და/ან თარჯიმნის მიერ გადათარგმნილი დოკუმენტების შემოწმება და სისწორეში მოყვანა.
** მონაწილეობა საკონტროლო აუდიტების პროცესში

აუცილებელი განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00;
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ორხევი, გ. ამილახვრის ქ.#15

ჩვენ გთავაზობთ: კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს: ტრანსპორტირება, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.

დაინტერესების შემთხვევაში, 25 ივლისამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge;

გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: დოკუმენტაციის მართვის სპეციალისტი

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია