შპს "კახური ღვინის მარანი" არის წამყვანი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე 2007 წლიდან. ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გადის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: აშშ, ინგლისი, სინგაპური, ჩინეთი, პოლონეთი, შვედეთი, ჰოლანდია და სხვ.
კომპანია ეძებს კრეატიულ დიზაინერს / კონტენტ-მენეჯერს, რომელიც იმუშავებს ვიზუალურ და ტექსტურ მასალაზე, შექმნის პროდუქტებისთვის ეტიკეტებსა და პრეზენტაციებს, იმუშავებს ფოტოებზე და მართავს კომპანიის სოციალურ მედიას.
ძირითადი მოვალეობები:
** ეტიკეტებისა და ვიზუალური მასალის დამუშავება / განახლება (Photoshop, Illustrator, Canva ან მსგავსი);
** საპრეზენტაციო მასალების შექმნა (PowerPoint, Canva და სხვ.);
** ფოტოების რედაქტირება და დამუშავება (ჯილდოები, პროდუქტები, ღონისძიებები);
** თვეში 1-2 ფოტოსესიის დაგეგმვა და გადაღება;
** სოციალური მედიის მართვა (Instagram, Facebook და სხვ.):
** პოსტების დაგეგმვა და განთავსება;
** ტექსტების დაწერა და აუდიტორიასთან კომუნიკაცია.
მოთხოვნები:
** გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში და ფოტოს რედაქტირებაში;
** სოციალური მედიის მართვის გამოცდილება;
** კრეატიული ხედვა და გემოვნებიანი დიზაინის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა (წაკითხვა/წერა საკომუნიკაციო დონეზე);
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა.
მდებარეობა: თბილისი / შესაძლებელია ნაწილობრივი დისტანციური მუშაობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: info@kgm.ge
|