Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=645309&print=yes&view=jobs
 
უძრავი ქონების გაყიდვების ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების ექსპერტი
მომწოდებელი: დომუს დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
"დომუს დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების ექსპერტის თანამდებობაზე.

პოზიციის მიმოხილვა და ძირითადი მოვალეობები:

უძრავი ქონების გაყიდვების ექსპერტი პასუხისმგებელია კომპანიის უძრავი ქონების პროდუქციის წარდგენასა და გაყიდვაზე, კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციაზე, შეხვედრების ორგანიზებასა და გაყიდვების პროცესის სრულად მართვაზე.

პასუხისმგებლობები:

** სისტემატური ანგარიშგება უშუალო მენეჯერთან გაყიდვებთან, კომუნიკაციებთან და პროექტების პროგრესთან დაკავშირებით:
- ყოველკვირეული ანგარიშების წარდგენა შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით: სატელეფონო ზარები, შეხვედრები ოფისში და ობიექტზე, პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების სტატუსი, დავალიანებების დინამიკა;
- მუდმივი რეპორტინგი გაყიდვების შედეგებზე და აქტიურ პროექტებზე;
- შემოსავლების შესახებ მონაცემების სრულყოფილად ასახვა კომპანიაში მოქმედ სისტემაში.
** კომპანიის მიერ განსაზღვრული გაყიდვების გეგმების შესრულება და ინდივიდუალური მიზნების მიღწევა.
** კომპანიის სოციალური მედიის პლატფორმებზე მომხმარებლების შეკითხვებზე და კომენტარებზე დროული და პროფესიული, გაყიდვაზე ორიენტირებული უკუკავშირის უზრუნველყოფა.
** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება როგორც ოფისში, ასევე ობიექტებზე, უძრავი ქონების პროდუქტის წარსადგენად და გაყიდვის პროცესის წარმართვისთვის.
** ნასყიდობის ხელშეკრულებების მომზადება, სამართლებრივი თანხმობის მიღება და პროცესის მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** შესაბამის სფეროში მიღებული უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგის მიმართულებით.
** არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება მომხმარებელთან ურთიერთობის ან გაყიდვების მიმართულებით; უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
** ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე — როგორც წერით, ასევე ვერბალურ კომუნიკაციაში; დამატებითი უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე career@domusi.com არაუგვიანეს 2025 წლის 15 ივლისისა.
გთხოვთ, ელფოსტის სახელის ველში მიუთითოთ: "Sales/06.2025".

კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს დომუს ჯგუფი, მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის შეფასება მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებთან დაკავშირებით და დასაქმების გადაწყვეტილების მიღება. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. კანდიდატს უფლება აქვს: მოითხოვოს ინფორმაცია Domus-ის მიერ დამუშავებული საკუთარი პერსონალური მონაცემების შესახებ, მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ნებისმიერი მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: career@domusi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია