Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Transatlantic Auto Alliance
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
"ტრანსატლანტიკური ავტო ალიანსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, 5 დღე
ანაზღაურება: 800 ლარი ფიქსირებული + ბონუსი თითოეული გაყიდული ავტომობილიდან

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში გამოცდილება 1-2 წელი;
** ვორდისა და ექსელის კარგი ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, ემპათია, მოტივაცია და პუნქტუალობა;
** შრომისმოყვარეობა.

მოვალეობები:

** კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა ბაზის დამუშავება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** ავტომობილების შერჩევაში დახმარება;
** გაყიდვის პროცესის წარმართვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომელთაც ჩაუტარდებათ ტრენინგი და ადგილზე შევასწავლით ავტოიმპორტთან დაკავშირებულ პროდეცურებს პროფესიონალურ დონეზე.

თუ მიიჩნევთ, რომ აღნიშნული მოთხოვნები და პირობები თქვენს პროფილს შეესაბამება, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე: transatlanticautoalliance@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე