დასახელება:
მაღაზიის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ფემილი რითეილი
|
გამოქვეყნდა: 26 ივნისი
/ ბოლო ვადა: 26 ივლისი
|
შპს "ფემილი რითეილი" სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც საცალო სავაჭრო სექტორში 2009 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა, დღეს კი ქალაქ ქუთაისში, მაღაზიათა ქსელ "ფემილი" - სა და მზა საკვების საწარმო "ფემილი ფუდ" - ის, 28 ფილიალს აერთიანებს. კომპანია "ფემილი რითეილი" აცხადებს ვაკანსიებს ქუთაისის ფილიალებში შემდეგ პოზიციაზე: მაღაზიის ადმინისტრატორი.
სამუშაო განაკვეთი: მოქნილი გრაფიკი (ცვლებში)
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისში მდებარე ფილიალები
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს
** თანამშრომელთა წახალისებისა და მოტივაციისთვის სხვადასხვა ღონისძიებებს
** კარიერული წინსვლისა და რეალური დაწინაურების შესაძლებლობას
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის გახსნა/დახურვა და უსაფრთხოების პროცედურების დაცვა
** სალარო ოპერაციების მართვა
** სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა მაღაზიაში
** მომსახურების სტანდარტების დაცვა
** მომხმარებლებისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ადმინისტრატორის პოზიციაზე
** სასურველია 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის და ორგანიზაციის უნარები
თუ ეძებთ სამსახურს და ასევე, გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც დასაქმებულთან პარტნიორულ ურთიერთობაშია, ორიენტირებულია თანამშრომლების მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:
https://docs.google.com/spreadsheets/d/1qAwfx_c7wqmdD4ZZCOcw3EIOfCAGbYhVlQQlD1MF0T0/edit?usp=sharing ან დარეკეთ მითითებულ ნომერზე: 577292424
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის პოტენციური დამსაქმებლისათვის კანდიდატის მიერ გამოგზავნა ჩაითვლება მის თანხმობად, რომ შპს "ფემილი რითეილი" - მ დაამუშაოს ამ ინფორმაციაში არსებული პერსონალური მონაცემები. დამუშავების მიზანია კანდიდატის შეფასება გამოცხადებული ვაკანსიისათვის, და მასთან კონტაქტი. თუ არ მოხდა კანდიდატის შერჩევა, მისი პერსონალური მონაცემები წაიშლება და აღარ გაგრძელდება მათი დამუშავება"
|
|
|
|